GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

GAU-ს ვიზიტი გორში

8 თებერვალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) წარმომადგენლები ,,პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში გორის სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ.

მომხსენებლებს შორის იყვნენ: GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, სამართლის,სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე, უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი გია ჩქოფოია. ასევე ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი ლევან გაჩეჩილაძე და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი გიორგი თუთბერიძე.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ GAU-ს ელჩები, რომლებმაც თავიანთი სტუდენტური გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

პრეზენტაციების ბოლოს აბიტურიენტებს მიეცათ საშუალება მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გაიმართება.

GAU-ს ვიზიტი გორში GAU-ს ვიზიტი გორში
GAU-ს ვიზიტი გორში GAU-ს ვიზიტი გორში