GAU-ს კურსდამთავრებულები

ჩილაუთ გრუპი

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები...

პროფესორები და ლექტორები

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი

8 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, GAU-ში ისტორიკოს რამაზ ფარესაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. 

ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში მომხდარი ტერაქტები ამ შეხვედრის მთავარი ინსპირატორი იყო. 

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეჯამებამ, კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი მაგალითების განხილვამ და ისტორიული მოდელების გამოყენებით გაკეთებულმა გარკვეულმა პროგნოზმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა რელიგიური ექსტრემიზმი, ისლამური იდეოლოგია, ესისის მიზანი და მოქმედების სპეციფიკა, ახლო აღმოსავლეთი და ე. წ. „სიშლეგის ქამარი“ მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის მთავარი თემები იყო. 

რამაზ ფარესაშვილმა, რომელიც GAU-ში უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ასწავლის, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური რეალობის ღრმა ანალიზი შემოგვთავაზა. ის პირველი ლექტორია, რომელიც GAU-ელებმა საჯარო ლექციათა ციკლის „GAU-ღე კარი გამოწვევებს“ მომხსენებლად აირჩიეს.

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=uLGWNRvDLMg&index=11&list=PLqq8kKx8Ow0c2...

უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი
უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი
უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი
უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი უახლესი ისტორიის გამოწვევები - რამაზ ფარესაშვილი