GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

კონსტანტინე კულიჯანოვი

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

1997-2006 მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში სხვადასხა პოზიციებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2006-2008 მუშაობდა ფონდ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2008-2015 მუშაობდა ბანკ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად. 2015 მუშაობდა თიბისი ბანკში ინფორმაციის დირექტორს მოადგილის პოზიციაზე.

2015-2016 მუშაობდა კომპანია Georgian Card-ში პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სამსახურის უფროსად. მუშაობს მიგრაციის მართვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. ზემოდაღნიშნულ კომპანიებში მისი ხელმძღვანელობით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებით შესრულდა არაერთი პროექტი, შეიქმნა და დაინერგა სხვადასხვა ტიპის პროგრამული სისტემები, მოხდა არსებული პროგრამული და ტექნოლოგიური სისტემების განახლება და მრავალი ინოვაციური საბანკო პროდუქტის შემოღება.

ასევე წარმატებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურული სისტემების მართვას, პერმანენტულად მუშაობდა სისტემების ოპტიმიზაციაზე და რესურსების ეფექტურ მართვა-გადანაწილებაზე.