GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

გაუ-ში ევროპის პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გამართა

29 ოქტომბერს, გაუ-ში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროპის პროფკავშირების (European Trade Union Confederation ETUC) გენერალურმა მდივანმა ბერნადეტ სეგოლმა გამართა შეხვედრა, რომელშიც თბილისის საკრებულოს, საქართველოს პროფკავშირებსა და დამსაქმებელთა ასოციაციის გარდა მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ იბერთის ფონდის წარმომადგენლები.

გაუ-ს პროფესორმა, ბექა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა - „დღეს გენერალური მდივანი ქ-ნი სეგოლი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ევროპის სოციალურ მოდელს, შესაბამისად, ევროპის დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებს, ასევე იგი განიხილავს ევროპაში და ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს", – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს შრომისა და დასაქმების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აგრეთვე, ეროვნულ დონეზე სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობის და გაძლიერების საკითხები. ბერნადეტ სეგოლი გაეცნო დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შრომით ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს. უნდა აღინიშნოს, რომ ETUC -ი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის საბჭოსთან და კომისიასთან, ისევე როგორც ევროპარლამენტთან და აქვს საკონსულტაციო სტატუსი ევროკავშირის მართვის ამ უმაღლეს ორგანოებში. ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა გავლენიანი მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალისა. ასევე, იგი აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების უმსხვილეს პროფკავშირებს და წარმოადგენს ევროკავშირში დასაქმებული 60 მილიონი მშრომელის ინტერესებს.

29 ოქტომბერს, გაუ-ში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროპის პროფკავშირების (European Trade Union Confederation ETUC) გენერალურმა მდივანმა ბერნადეტ სეგოლმა გამართა შეხვედრა, რომელშიც თბილისის საკრებულოს, საქართველოს პროფკავშირებსა და დამსაქმებელთა ასოციაციის გარდა მონაწილეობდნენ ქართულ- დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები ევროპის პროფკავშირების გენერალურ მდივან ბერნადეტ სეგოლს შეხვდნენ
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები ევროპის პროფკავშირების გენერალურ მდივან ბერნადეტ სეგოლს შეხვდნენ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები ევროპის პროფკავშირების გენერალურ მდივან ბერნადეტ სეგოლს შეხვდნენ