GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო''

სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე ყოფნისას სტაჟირების გავლა დავიწყე იურიდიულ ფირმა „ელ-ფი-ეი''-ში, სადაც შეხება მქონდა უშუალოდ პრაქტიკასთან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო დამხვეწა. მე ამაყი ვარ, რომ მქონდა საშაულება მესწავლა ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

ნატა ვარაზაშვილი

2013 წლის გამოშვება
GAU-ს იურიდიული კლინიკის დირექტორის ასისტენტი
„კორძაძის საადვოკატო ბიურო“ სტაჟიორი

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში, ისე სხვადასხვა პროგრამებში, რაც დამეხმარა უნარ-ჩვევების დახვეწაში. 2012 წელს სამართლებრივი საკითხის ანალიზისათვის პირველი ადგილი დავიკავე GAU-ს პრეზენტაციების კონკურსში, (GAU Presentations Competition) რაც ვფიქრობ კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისათვის დამეხვეწა, საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევები და აუდიტორიასთან ურთიერთობა.
 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას სასურველ სფეროში მიაღწიოს წარმატებას, ამის ერთ-ერთი გამოხატულება იურიდიული კლინიკის პროგრამაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ადვოკატისათვის იძლევა შესაძლებლობას თავიდანვე შეისწავლოს კლიენტთან ურთიერთობის, ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების და საქმის კლინიკაში წარმოების უნარ-ჩვევები. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის სწავლის საფასურის ნაწილს GAU მიფინასებდა, GAU-ს შიდა დაფინანსებით, რამაც კარგი შესაძლებლობა მომცა მოტივაციის ამაღლების კუთხით. დაუვიწყარი იყო ასევე ჩემთვის ის დღეები, როდესაც GAU-ში სწავლის პერიოდში ვიყავი ქ. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც მომეცა შესაძლებლობა მეტი გამეგო სასამართლოში საქმის წარმოების პროცედურებისა და მიმდინარე საქმეების შესახებ. 2013 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიალზე, რეიტინგით პირველ ადგილზე გასვლის გამო, დამასახელეს წლის საუკეთესო სტუდენტად (Valedictorian), მქონდა შესაძლებლობა წარმომეთქვა სამადლობელი სიტყვა. ვარ GAU-ს იურიდიული კლინიკის დირექტორის ასისტენტი და ცნობილი იურიდიული კომპანიაში „კორძაძის საადვოკატო ბიურო'' სტაჟიორი. 
 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მრავალი უპირატესობიდან გამოვყოფდი შემდეგს, გამორჩეულია დეკანატი და ადმინისტარაცია, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სტუდენტზე, დიდია მათი ღვაწლი სტუდენტის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში. ვფიქრობ GAU გამორჩეული უნივერსიტეტია, სწორად შერჩეული სასწავლო პროგრამა, მეგობრული გარემო, პროფეიონალიზმით გამორჩეული პროფესურა იძლევა სტუდენტისთვის გარანტიას იმისას, რომ მიიღონ საუკეთესო განათლება. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ GAU-ში, საუკეთესო უნივერსიტეტში გავატარე.