GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

თამარ კიკნაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
 
თამარ კიკნაძე პროფესიით პოლიტოლოგია (საერთაშორისო ერთიერთობათა სპეციალისტი), არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის - საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხეელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეული პროფესორი, ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასევე  თსუ-ს პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი და პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის დირექტორის მოადგილე, თსუ-ს აზიისა და აფრიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი. სახელმწიფო კონცერნის ,,საქკურორტი” საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი ინსპექტორი, გენერალური დირექტორის თანაშემწე, ტექნიკური დირექტორის მოადგილე საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის დარგში.
 
თამარ კიკნაძე იყო რადიოსადგურის ,,საქართველოს ხმა'' გადაცემის ,,ეს შენი საქართველოა'' ავტორი, მოპოვებული აქვს მრავალი გრანტი, გამოქვეყნებული აქვს 37 ძირითადი სამეცნიერო ნაშრომი.
 
ფლობს  ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებს.