GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ბილიარდის ჩემპიონატი 2017

13-14 თებერვალს წლევანდელი სპორტული აქტივობები ბილიარდის ჩემპიონატით გაიხნსა, ჩვენი სტუდენტები კი აგრძელებენ GAU-ს სახელით ასპარეზობას. სპორტის სტუდენტური ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში („პული“ ) GAU-ს სახელით მონაწილეობდნენ:

  • დათა იმედაშვილი (H ჯგუფი)
  • თემო მღვდელაძე (E ჯგუფი)
  • ნიკა გიგაური (A ჯგუფი)
  • გიორგი ქარცხია (F ჯგუფი)

ნიკა გიგაურს და გიორგი ქარცხიას საწყის ეტაპზევე მოუხდათ ჩემპიონატის დატოვება. თემო მღვდელაძემ 5 თამაშიდან 3 წარმატებით დაასრულა, ბოლოს კი უმცირესი სხვაობით დამარცხდა. დათა იმედაშვილმა 5 თამაშიდან 4-ში წარმატებით იასპარეზა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი გამოწვევა GAU-ს სტუდენტებმა საკმაოდ კარგად მიიღეს, ამიტომ მადლობას ვუხდით და წარმატებას ვუსურვებთ მათ.

ბილიარდის ჩემპიონატი 2017 ბილიარდის ჩემპიონატი 2017
ბილიარდის ჩემპიონატი 2017 ბილიარდის ჩემპიონატი 2017