GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

სოფო არაბული

2013 წლის გამოშვება
ბუღალტერი
ქართუ ჯგუფი

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების განხრით. GAU სხვა უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა სწავლების ხარისხით, კვალიფიციური კადრებით, ამერიკულ სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასევე, GAU გაძლევთ ინგლისურენოვან განათლებას და ენის ამ დონეზე ცოდნა თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. GAU არის ის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც ბაკალავრიატზე აქვს შიდა სადიპლომო გამოცდები, რომელიც უმაღლესი დონით ტარდება. ეს უკანასკნელი კი იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ GAU-ს დიპლომს ვერც ერთი უსწავლელი სტუდენტი ვერ იღებს.

ბაკალავრიატზე სწავლის წლებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება. არასოდეს დამავიწყდება გამოცდების ციებ-ცხელება, გათენებული ღამეები და შემდეგ ის სიხარული, რაც მაღალი ქულების აღებას მოსდევდა ხოლმე. GAU იყო ის ადგილი, სადაც ყოველთვის მიხაროდა მისვლა, სადაც მხვდებოდნენ ჩემი მეგობრები, ვატარებდით ძალიან კარგ დროს და ამავდროულად ვიღებდით ისეთ ცოდნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ითამაშებს ჩვენს წარმატებაში.

ამ 4 წლის განმავლობაში მივიღე ის თეორიული ცოდნა, რომელსაც აქტიურად ვიყენებ პრაქტიკაში. GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ. ასევე "ბრავო რექორდს"-ში ჩემი წარმატებული საქმიანობის დამსახურებაა, რომ შეთავსებით ვმუშაობ ტელეკომპანია "GDS"-ში, მთარგმნელის პოზიციაზე. მე-4 კურსზე მუშაობა და სწავლა ერთად ძალიან რთული იყო, თუმცა უნივერსიტეტმა, ისევე როგორც ლექტორებმა, ხელი შემიწყეს, რომ ორივე საქმე ერთად წარმატებულად მეკეთებინა.

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი წარმატება და კონკურენტუნარიანობა სწორედ GAU-ს დამსახურებაა. ამიტომაც ყველა აბიტურიენტს ვურჩევ აირჩიონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, რათა თავიანთ საქმეში გახდნენ პროფესიონალები, წარმატებულები და რაც მთავრია პერსპექტიულები.