GAU-ს კურსდამთავრებულები

ჩილაუთ გრუპი

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები...

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

STEP - სტუდენტთა გაცვილითი სამუშაო პროგრამა იურისტ სტუდენტთათვის

STEP - სტუდენტთა გაცვილითი სამუშაო პროგრამა იურისტ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სამუშაო გამოცდილება საზღვარგარეთ. STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს, რომ მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და ჩაებათ უცხო ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთდროულად.

რითია ჩვენი სტაჟირება უნიკალური? ჩვენი მიდგომებით! სტაჟირების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში ელსა დახმარებას უწევს სტუდენტებს საცხოვრებლის მოძიებაში, ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სოციალურ ინტეგრაციაში.

იხილეთ საინფორმაციო ბროშურა და აღმოაჩინეთ საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობები! (საინფორმაციო ბროშურის სანახავად დააჭირეთ აქ http://www.elsa.org/fileadmin/user_upload/elsa_international/Files/STEP/STEP_Newsletter.pdf )

ელსა გთავაზობთ 82 ანაზღაურებად სტაჟირებას 21 ქვეყანაში:

  • ავსტრია
  • ბულგარეთი
  • კვიპროსი
  • ფინეთი
  • გერმანია
  • იტალია
  • ლიტვა
  • ნორვეგია
  • პაკისტანი
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • სლოვაკეთი
  • ესპანეთი
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ნიდერლანდები
  • დიდი ბრიტანეთი
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • თურქეთი
  • უკრაინა

აღნიშნულ ვაკანსიებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საინფორმაციო ბროშურაში. ხოლო დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ელსა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტს სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების სფეროში, ქეთი ურიდიას - 599 41 39 90. E-mail: kate.uridia@yahoo.com

ელსაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით შევსებული STEP–აპლიკაცია (აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ - https://docs.google.com/file/d/0B31OU2lPo-w5ZmYxOGF4MktHU1E/edit ) ეგზავნება სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების ვიცე–პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე. პირდაპირ ელსას საერთაშორისო გამგეობისათვის და/ან დამსაქმებლისათვის გაგზავნილი აპლიკაცია არ განიხილება.

ელსა საქართველო უმორჩილესად გთხოვთ შევსებული STEP - აპლიკაცია შესაბამის ვიცე-პრეზიდენტთან გააგზავნოთ სასურველი ვაკანსიისათვის დაწესებულ ბოლო ვადამდე არანაკლებ 2 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში ელსა საქართველო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აპლიკაციის ადრესატისათვის დროულად მიწოდებაზე.

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!