GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

ნობელის პრემია და პატარა ერების შანსი

ნობელის პრემია და პატარა (ენების) ერების შანსი - 12 ოქტომბერს, GAU-ში ამ თემით გაიმართა შეხვედრა მწერლებთან, ლაშა ბუღაძესა და თეონა დოლენჯაშვილთან. ნობელის კომიტეტის მოულოდნელი გადაწყვეტილებები და ლიტერატურული კონიუნქტურა ქართველმა პროზაიკოსებმა სხვადასხვა ჭრილში განიხილეს. ანალიზისას გაიხსენეს ნობელიანტი და არანობელიანტი მწერლების ბიოგრაფია, ვინც დამსახურებულად მიიღო ან უსამართლოდ ვერ მიიღო პრემია. ნობელის პრემიის გაცემისას გათვალისწინებული კონიუნტურა, გენდერული საკითხები, ნომინანტებისა და ლაურეატების პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი პოზიცია, ზოგადად ქვეყნებისა და ენების პოლიტიკური წონა, ლიტერატურულად დისკრიმინირებული ერები და პერსპექტივები საინტერესოდ გაიშალა ინტერაქციულ საუბარში.

ლიტერატურული პრემია ლიტერატურული კრიტიკის ნაწილი თუ სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციის განმსაზღვრელი?! - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისას გამოიკვეთა შეფასება, რომ ნობელის პრემია ნაკლებად სწყალობს მემარჯვენე ავტორებს, სიმპათია აშკარად იხრება მწერლებისკენ, ვის ტექსტებშიც ნათლად იკითხება მემარცხენეთათვის დამახასიათებელი მიდგომები. ბობ დილანის განობელიანტება კი ერთ-ერთი ვერსიით დონალდ ტრამპის ხისტი მემარჯვენე პოლიტიკის პასუხად შეფასდა და ლიბერალური ფასეულობების მესიჯად მოინათლა. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოვიდა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს: თეონა დოლენჯაშვილს და ლაშა ბუღაძეს.

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=Q-OXRW4b55Q&list=PLqq8kKx8Ow0c2tfEm4RAPB...

ნობელის პრემია და პატარა ერების შანსი ნობელის პრემია და პატარა ერების შანსი 
ნობელის პრემია და პატარა ერების შანსი ნობელის პრემია და პატარა ერების შანსი