GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

"GAU-მ გვასწავლა ყველა სიტუაციას შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, ვიაზროვნოთ მოცემული ჩარჩოების გარეთ, ვიპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილება ნებისმიერი პრობლემისათვის, არასოდეს შევწყვიტოთ ცდა რომ შევცვალოთ სიტუაცია ჩვენს ირგვლივ და ყოველთვის ვისწრაფოდეთ უკეთესისაკენ..."

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე - აირჩია!
ქალბატონი ნინო GAU-ს პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელია.

მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 88 ხმით, ერთხმად, დაუჭირა მხარი.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. სხდომას მისი ბიოგრაფიული და პროფესიული მონაცემები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო.

GAU ულოცავს და წარმატებას უსურვებს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს.