პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე - აირჩია!
ქალბატონი ნინო GAU-ს პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელია.
მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 88 ხმით, ერთხმად, დაუჭირა მხარი.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. სხდომას მისი ბიოგრაფიული და პროფესიული მონაცემები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო.
GAU ულოცავს და წარმატებას უსურვებს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს.