GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება

დასრულდა კიდევ ერთი ინტენსიური კურსი საწარმოო პროცესების მართვაში (http://www.gau.ge/ge/MPM). 

შაბათს, 30 ივლისს მსმენელებმა წარმოადგინეს სასერტიფიკატო პროექტები. რომლებიც მიზნად ისახავდა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის შეჯამებას. შესაბამისად წარმოდგენილ იქნა მათთვის საინტერესო და სასარგებლო ქეისები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტების დაცვა მიმდინარეობდა კონკურსის პირობებში. კურსის ხელმძღვანელებმა და მენტორმა გამოავლინეს გამარჯვებული პროექტი. რომლის ავტორს GAU-სგან გადაეცა წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერი.

პროექტის შინაარსი: ყავის გადამამუშავებელი ქარხანა 
პროექტის ავტორი: ამირან გოგიტიძე

შეხვედრის ბოლოს კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ MPM-ის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებსGMPნატახტარი NatakhtariTBC BANK - თიბისი ბანკი,Barambo / ბარამბო და აწარმოე საქართველოში. განსაკუთრებით ნატახტარის და GMP-ის მენეჯმენტს, იმისთვის რომ მსმენელებს მისცეს შესაძლებლობა ადგილზე ენახათ საწარმოო პროცესები და ასევე მიეღოთ მათგან პრაკტიკული და სასარგებლო სემინარები.

საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება
საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება
საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება საწარმოო პროცესების მართვის (MPM) გამოსაშვები ღონისძიება