GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

გაუ-ს ბიბლიოთეკის უსაფრთხოების სისტემა და ცირკულაციის მოდული

გაუ-ს ბიბლიოთეკა
გაუ-ს ბიბლიოთეკაში ამოქმედდა და წარმატებით მუშაობს უსაფრთხოების სისტემა. აღნიშნული სისტემის საშუალებით ხდება საბიბლიოთეკო ერთეულების დაცვის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების სისტემა თავსებადი და სინქრონიზებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემასთან, რაც მიმდინარე პროცესებს უფრო მარტივს და მოქნილს ხდის. მაგალითად, "ბიბლიოთეკარის დაფა", რომელიც ახდენს კონკრეტული RFID ტეგის წაკითხვას, ამავე დროს ახდენს იგივე ერთეულის იდენტიფიცირებას ცირკულაციის მოდულში. შედეგად, წიგნის ამ დაფაზე მოთავსებით ბიბლიოთეკარი რამდენიმე აქტივობას ახორციელებს - განმუხტავს/დამუხტავს RFID ტეგს და ამავე დროს სისტემაში ასახავს ერთეულის გაცემას ან დაბრუნებას.
 
ამჯერად გაუ-ს ბიბლიოთეკის ფონდი სრულადაა დამუშავებული. თითოეულ ერთეულს აქვს ინდივიდუალური RFID ტეგი, რომელიც იმუხტება ან განიმუხტება იმისდა შესაბამისად, ერთეული გატანილია თუ თაროზეა განთავსებული. 

ცირკულაციის მოდული

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2013 წლის თებერვლიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ცირკულაციის მოდული. ეს გულისხმობს იმას, რომ საბიბლიოთეკო ერთეულების მიმოქცევის პროცესები სრულიად ავტომატიზებულია. გაუ-ს ბიბლიოთეკარები მარტივად ახორციელებენ ერთეულის გაცემასა და დაბრუნებას. ბიბლიოთეკის ყველა მომხმარებელი სისტემაში დარეგისტრირებულია ინდივიდუალურად. მომხმარებლის ანგარიში მკითხველს აძლევს შესაძლებლობას მართოს ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული პროცესები - შეუკვეთოს წიგნები, მოითხოვოს დაბრუნების ვადის გაგრძელება, შეამოწმოს დასაბრუნებელი ერთეულების რაოდენობა და ა.შ.