გაუ-ს ბიბლიოთეკაში ამოქმედდა და წარმატებით მუშაობს უსაფრთხოების სისტემა. აღნიშნული სისტემის საშუალებით ხდება საბიბლიოთეკო ერთეულების დაცვის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების სისტემა თავსებადი და სინქრონიზებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემასთან, რაც მიმდინარე პროცესებს უფრო მარტივს და მოქნილს ხდის. მაგალითად, "ბიბლიოთეკარის დაფა", რომელიც ახდენს კონკრეტული RFID ტეგის წაკითხვას, ამავე დროს ახდენს იგივე ერთეულის იდენტიფიცირებას ცირკულაციის მოდულში. შედეგად, წიგნის ამ დაფაზე მოთავსებით ბიბლიოთეკარი რამდენიმე აქტივობას ახორციელებს - განმუხტავს/დამუხტავს RFID ტეგს და ამავე დროს სისტემაში ასახავს ერთეულის გაცემას ან დაბრუნებას.
ამჯერად გაუ-ს ბიბლიოთეკის ფონდი სრულადაა დამუშავებული. თითოეულ ერთეულს აქვს ინდივიდუალური RFID ტეგი, რომელიც იმუხტება ან განიმუხტება იმისდა შესაბამისად, ერთეული გატანილია თუ თაროზეა განთავსებული.
ცირკულაციის მოდული
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2013 წლის თებერვლიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ცირკულაციის მოდული. ეს გულისხმობს იმას, რომ საბიბლიოთეკო ერთეულების მიმოქცევის პროცესები სრულიად ავტომატიზებულია. გაუ-ს ბიბლიოთეკარები მარტივად ახორციელებენ ერთეულის გაცემასა და დაბრუნებას. ბიბლიოთეკის ყველა მომხმარებელი სისტემაში დარეგისტრირებულია ინდივიდუალურად. მომხმარებლის ანგარიში მკითხველს აძლევს შესაძლებლობას მართოს ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული პროცესები - შეუკვეთოს წიგნები, მოითხოვოს დაბრუნების ვადის გაგრძელება, შეამოწმოს დასაბრუნებელი ერთეულების რაოდენობა და ა.შ.