GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

გაუ-ს, თსუ-ს და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ევროკავშირის (ECEA – TEMPUS) დაფინანსებით 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო პროექტის ''EIGER-ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები -ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ორგანიზება საქართველოს სამ უნივერსიტეტში'' (''EIGER-The organization of a common two-year master programme in three Georgian universities on European Integration and Employment Relations”, # 544098-TEMPUS-1-2013-1-BE-TEMPUS-JPCR (2013-4554/001-001) განხორციელება, რომელიც გაგრძელდება 2016 წლის 1 დეკემბრამდე.

ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სამწლიანი სამაგისტრო პროგრამა: "სამაგისტრო პროგრამა - "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ("European Integration and Employment Relations'', EIGER). საქართველოდან პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან   ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი,  ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი. შესაბამისად, სამაგისტრო კურსი წარმოადგენს  ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამას. მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ განათლება მიიღონ სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე.

პროექტის ქართული მხარის კოორდინატორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

 სამაგისტრო პროგრამის ძირითად მიმართულებები:

  • ეკონომიკის პოლიტიკა
  • დაქმების პოლიტიკა ევროკავშირში
  • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები
  • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი
  • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში
  • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრსისთ

 პროექტისუცხოელიპარტნიორები  არიან:

  •    ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი)
  • პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი
  • მაგდებურგის უნივერსიტეტი
  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი

მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ სამაგისტრო თეზისები მოამზადონ პარტნიორ უნივერსიტეტბში.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო პროგრამის კურსები:

  •  პოლიტიკური ეკონომიკა;
  • გლობალიზაცია და მისი სოციალური შედეგები;
  • შრომითი ურთიერთობების ისტორია;
  • ევროკავშირი და შრომის საერთაშორისო სამართალი;
  • შედარებით პერსპექტივაში საქართველოს შრომის სამართალი; 
  • ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა ევროპის კავშირში;
  • შედარებით პერსპექტივაში ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა საქართველოში;
  • სოციალური დიალოგი ევროკავშირში;
  • ადამიანის უფლებები ევროპის კავშირში;
  • გარდამავალი სოციალ-ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპაში.

ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში  წასაკითხი კურსები:

  •  მოლაპარაკებები და კონფლიქტების მოგვარება;
  • ეკონომიკა საქართველოს გარდამავალ პერიოდში შედარებით პერსპექტივაში;
  • შრომის ფსიქოლოგია და ორგანიზება;
  • კეთილდღეობის სისტემის მოქმედება ევროკავშირის ფარგლებში;
  • სოციალური დიალოგი ევროკავშირში;
  • გარდამავალი ეკონომიკურ-სოციალური სისტემა აღმოსავლეთ ევროპაში;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
  • პროფესიული ჯანდაცვა და უსაფრთხოება.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:

EIGER პროგრამის ქართჲლ-ამერიკული უნივერსიტეტის კოორდინატორი
პროფ. მარინა კვაჭაძე
ტელ: 599 57 48 11; 2 20 65 20 (შიდა ნომერი 108);
maka_kvachadze@yahoo.com