GAU-ს კურსდამთავრებულები

კომპანია სს ,,შატო მუხრანი''

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. მე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია რომ GAU-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით..."

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ანა გვასალია

2014 წლის გამოშვება
იურისტი
სს „ქართუ ბანკი'' 

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში ლექტორები მუდამ ცდილობდნენ გადმოეცათ ჩვენთვის როგორც თეორიული, ასევე მათ მიერ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება. GAU-ში მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო, სხვადასხვა სერტიფიცერებულ და აკრედიტირებულ კურსებზე „ბიზნეს სამართლის'' განხრით, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ წინსვლაში.

მესამე კურსის დასასრულს, GAU-ს ლექტორმა, ქ-ნ დიანა ბერეკაშვილმა რეკომენდაცია გამიწია ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გავიარე 6 თვიანი სტაჟირება და მივიღე დიდი პრაქტიკული გამოცდილება, ხოლო მეოთხე კურსის დასასრულს, ისევ GAU-ს შესანიშნავმა ლექტორმა, ქ-ნ მზია თოდუამ, საშუალება მომცა სტაჟირება გამევლო  სს''ქართუ ბანკში'', სამ თვიანი პრაქტიკის შემდეგ, მისი რეკომენდაციით ბანკმა გამიფორმა ხელშეკრულება და დღეს ვმუშაობ, სს „ქართუ ბანკის'' იურიდიულ დეპარტამენტში, სასამართლოებთან და სხვა უწყებებთან ურთიერთობის განყოფილებაში, იურისტად.