GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები

27 აპრილს (2018), 17:00 საათზე „ეკო გარდენში“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები“. 
 
ღონისძიება GAU-ს პრეზიდენტთან, რ. მაიკლ ქაუგილთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
 
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის მულტიმედია დიზაინის ათმა სტუდენტმა პოსტერები მწვავე სოციალურ თემატიკაზე შექმნა. ნამუშევრები, რომლებიც დედამიწის დღეს მიეძღვნა, ახალგაზრდების დამოკიდებულებას გამოხატავს პრობლემური საკითხების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგია, უსაფრთხოება და ზოგადად ადამიანის უფლებები. პოსტერების ავტორები არიან:
 
  • ნიკა ტალახაძე
  • ნიკიტა რაზუმნი
  • ოთარ კუპრავა
  • გიორგი ყენია
  • ნიკა გოგუაძე
  • ნიკოლოზ ორველაშვილი
  • კობა გოგუა
  • ალექს ითონიშვილი
  • გიორგი კუკულავა
  • გიორგი არაბული
 
სტუდენტებს წარმატება მიულოცეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა კონსტანტინე კულიჯანოვმა და ლექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ბიბილაშვილმა.
 
ღონისძიება, რომელიც მუსიკალურად GAUბენდმა გააფორმა, საზეიმო ტორტით დასრულდა.
 
GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები
GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები
GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები
GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები