GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

GAU - ბუშტების ფეხბურთი

მეგობრებო თქვენთვის ძალიან, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. გუშინ 21 ნოემბერს (2016)  გაიმართა ბუშტების ფეხბურთში ფინალური შეხვედრა SEU-სა და GAU-ს გუნდებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ SEU ცნობილია თავისი სპორტული მიღწევებით, ეს შეხვედრა GAU-ელებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

ჩვენმა სპორტსმენებმა იმედი არ გაგვიცრუეს, ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება მოიპოვეს. თამაში 1:0-ით დასრულდა GAU-ს სასარგებლოდ. GAU ბუშტების ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია! GAU ამაყობს თქვენით: ლეონარდო გაბუნია, დანიელ ჩანჩალაშვილი, მენგლი უვდიევა, დიანა კნიშ, სანდრო მირიჯანაშვილი, გიორგი არაბული, ნიკა ტალახაძე.

ეს გამარჯვება დიდი სტიმულია ყველა GAU-ელისთვის, რომელიც მონაწილეობას იღებდა და მიიღებს გარე ტურნირებში GAU-ს სახელით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ GAU-ელების უმრავლესობა სპორტულად აქტიურია და ყოველთვის გამოთქვამს სურვილს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის. #WeAreGAU

GAU - ბუშტების ფეხბურთი GAU - ბუშტების ფეხბურთი
GAU - ბუშტების ფეხბურთი GAU - ბუშტების ფეხბურთი