GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ...

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

პირველი დღე გაუ-ში - შეხვედრა პირველკურსელებთან

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები

7 სექტემბერს გაუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩატარდა. 2012-13 სასწავლო წელს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა 297 სტუდენტი მიიღო.

ბიზნესის სკოლის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებთა სკოლის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებს გაუ-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი შეხვდა, მიულოცა პირველკურსელებს სტუდენტობა და ესაუბრა იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც სტუდენტებს გაუ სთავაზობს.

პირველკურსელები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ, გაუ-ს ადმინისტრაცია მათ წარმატებულ პირველ სასწავლო წელს უსურვებს.

დაათვალიერე პირველკურსელებთან შეხვედრის ფოტოალბომი.