7 სექტემბერს გაუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩატარდა. 2012-13 სასწავლო წელს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა 297 სტუდენტი მიიღო.
ბიზნესის სკოლის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებთა სკოლის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებს გაუ-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი შეხვდა, მიულოცა პირველკურსელებს სტუდენტობა და ესაუბრა იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც სტუდენტებს გაუ სთავაზობს.
პირველკურსელები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ, გაუ-ს ადმინისტრაცია მათ წარმატებულ პირველ სასწავლო წელს უსურვებს.
დაათვალიერე პირველკურსელებთან შეხვედრის ფოტოალბომი [1].
ბმულები:
[1] http://gau.omedia.ge/ge/node/77