• ბიბლიოთეკა გაუ-ს ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია უახლესი ლიტერატურით

GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი...

მომსახურება

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

 1.   წესის მიზანი:

 1.1.  წინამდებარე წესი აწესრიგებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების, საბიბლიოთეკო ერთეულის გამოწერა-სარგებლობა-დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს;

1.2.  წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დებულებას.

2.  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდით სარგებლობა:

2.1. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდით სარგებლობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს უნივერსიტეტის მიერ გაცემული პირადი, საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ბარათის მეშვეობით;

2.2. ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ბიბლიოთეკის ფონდით სარგებლობა აგრეთვე შეუძლიათ იმ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

3.  ბიბლიოთეკაში გაწევრიანება:

3.1. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტის  გაწევრიანება ბიბლიოთეკაში ხდება ავტომატურად უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, რომელიც მოიცავს: სტუდენტის სახელს და გვარს, ფაკულტეტს, რომლის საგანამანათლებლო პროგრამაზეც ირიცხება სტუდენტი, კურსს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას; 

3.2. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლების და თანამშრომლების  გაწევრიანება ბიბლიოთეკაში ხდება ავტომატურად  ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, რომელიც მოიცავს:  სახელს და გვარს, თანამდებობას, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას;

3.3. იმ უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და თანამშრომლების ბიბლიოთეკაში გაწევრიანება, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ხდება   მათი მოთხოვნის თანახმად.  ამ დროს პირმა ბიბლიოთეკაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან,  პირადობის მოწმობა და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელექტრონულ ფოსტა);

3.4. მკითხველი  ვალდებულია აცნობოს ბიბლიოთეკას საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ.

4. ბიბლიოთეკით სარგებლობა:

4.1. ქართულ-ამერიკული  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა მოიძიოს ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში;

4.2 ქართულ-ამერიკული  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ სამკითხველო დარბაზში;

4.3. სამკითხველო დარბაზში წიგნებთან წვდომა თავისუფალია;

4.4.  სამკითხველო დარბაზში განთავსებულია ბიბლიოთეკის როგორც სავალდებულო, ასევე დამხმარე ლიტერატურა,  ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული რესურსები და ჟურნალ-გაზეთები;

4.5. სამკითხველო დარბაზიდან წიგნისა და სხვა საკითხავი ლიტერატურის თვითნებურად გატანა დაუშვებელია. ბიბლიოთეკას იცავს უსაფრთხოების სისტემა;

4.6. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, აგრეთვე ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში იმ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი;

4.7. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლების წარმოშობა დამოკიდებულია მასალის კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე;

4.8. ბიბლიოთეკიდან დაუშვებელია ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეულის გაცემა, რომელიც უნივერსიტეტს აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი;

4.9. ბიბლიოთეკიდან დაუშვებელია პერიოდული გამოცემების (ჟურნალი, გაზეთი), ვიდეო და აუდიო მასალის (DVD,CD), ლექსიკონის, ენციკლოპედიის გაცემა;

4.10 მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გაიტანოს 10 წიგნი;

4.11. საბიბლიოთეკო ერთეულით საერგებლობის ვადები:

4.11.1. ბიბლიოთეკიდან გატანილი მხატვრული ლიტერატურით სარგებლობა შესაძლებელია 2 თვის განმავლობაში;

4.11.2. ის სახელმძღვანელო, რომელიც ბიბლიოთეკაში 3 ეგზემპლარზე მეტია - ერთი სემესტრის განმავლობაში;

4.11.3. რიდერის  - ერთი სემესტრის განმავლობაში;

4.11.4. სხვა კატეგორიის წიგნებისა - ერთი თვის განმავლობაში;

4.12. მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი დადგენილ ვადაში;

4.13. მკითხველს შეუძლია ითხოვოს წიგნით სარგებლობის გადავადება. ბიბლიოთეკის წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს თანხმობას, თუ აღნიშნულ მასალაზე არ არის მოთხოვნა;

4.14. ბიბლიოთეკაში დაბრუნებული წიგნი მოწმდება და დაზიანების შემთხვევაში სტუდენტი იხდის ჯარიმას. ჯარიმის თანხა განისაზღვრება წიგნის ღირებულებისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით.

5. ბიბლიოთეკაში წიგნის დაუბრუნებლობის შედეგები:

5.1. დადგენილ ვადაში წიგნის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გაფრთხილება და სამ დღიანი ვადა წიგნის დაბრუნებისათვის;

5.2. თუ სტუდენტი სამი დღის ვადაში წიგნს არ დააბრუნებს იგი არ დაიშვება ლექციებზე;

5.3. უნივერსიტეტის პროფესორების ან თანამშრომლების მიერ წიგნის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სახელფასო შემოსავლებიდან მათ დაუკავდებათ თანხა წიგნის ღირებულების ორმაგი ოდენობით;

5.4. იმ უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლების მიერ წიგნის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, რომლებთანაც უნივერსიტეტს

გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, შესაბამისი ზომების გატარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო წერილი ეგზავნება შესაბამის უნივერსიტეტს; 

5.5. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში ბიბლიოთეკის მკითხველი ვალდებულია გადაიხადოს წიგნის ორმაგი ოდენობა ან შეცვალოს იმავე დასახელების წიგნის სხვა ეგზემპლარით;

5.6. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის გაცემამდე  შემოვლითი ბარათის მეშვეობით მოწმდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტის დავალიანების ფაქტი, დავალიანების

 შემთხვევაში, სანამ სტუდენტი წიგნს  არ დააბრუნებს, დიპლომი არ გაიცემა.

6. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები:

6.1. მკითხველი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს;

6.2. მკითხველი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე, არ ისაუბროს მობილური ტელეფონით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში;

6.3. ბიბლიოთეკაში იკრძალება საკვები პროდუქტის შეტანა, გარდა წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა.

7. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი:

ბიბლიოთეკა მუშაობს:

ორშაბათი - პარასკევი – 10:00 საათიდან – 20:00 საათამდე, შაბათი – 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე.