GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

დადუნა ხუციშვილის დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: “United States Foreign Policy Toward Georgia” – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia)...

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის სკოლაში

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის სკოლაში (ფაკულტეტზე) ქვემოდ ჩამოთვლილი საგნების მიხედვით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

ბიზნესის მოდელირება;კომპიუტერული უნარები;

ერთი პროფესორი

გაყიდვების მართვა;ბრენდის მენეჯმენტი;საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვა;მომხმარებლის ქცევა;

ერთი ასოცირებული პროფესორი

მარკეტინგის მენეჯმენტი;

ერთი ასოცირებული პროფესორი

 

 

 

 

 

პირი პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა უვადოდ, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით; 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების  თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 20 თებერვლიდან 28 თებერვლის  ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #8.

კონკურსი ჩატარდება 2 მარტს.

კონკურსის საბოლოო შედეგენი გამოქვეყნდება 3 მარტს.