GAU-ს კურსდამთავრებულები

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

"GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა, ლიდერობის სურვილისა და გამორჩეულობის წახალისება, აგრეთვე, სტუდენტებში გლობალური და კრიტიკული ხედვის, საზღვრებს მიღმა აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის დანერგვა..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

ინფორმაცია პირველკურსელთა რეგისტრაციის შესახებ

GAU კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! 

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა იწყება ორშაბათს, 14 სექტემბერს.

პირველკურსელთა რეგისტრაცია და საორიენტაციო შეხვედრა, რომელსაც შესაბამისი სკოლების დეკანები ჩაატარებენ, შედგება ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, 15:00 საათზე.

  • ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის აუდიტორია N 204 (მეორე სართული)
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტებისთვის აუდიტორია N 105 (პირველი სართული)
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებისთვის აუდიტორია N 321 (მესამე სართული)
  • ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლის სტუდენტებისთვის აუდიტორია N 326 (მესამე სართული)

შეხვედრაზე სტუდენტებს გადაეცემათ დოკუმენტების პაკეტი, რომელშიც შედის:

  • განაცხადის ფორმა
  • ID ფორმა
  • ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)
  • ცხრილი 2014-2015 სასწავლო წლისათვის
  • ინვოისი

სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 4 ფოტოსურათი (3X4)
  • ფოტოსურათი (3X4) ელ. ვერსია დისკზე
  • ბიჭებმა სამხედრო მოწმობის ასლი

ამავე დღეს, 9 სექტემბერს, 18:30 საათზე გაიმართება შეხვედრა 3 სკოლაში ჩარიცხულ სტუდენტთა მშობლებთან, ესენია:

  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა;
  • ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა.

აუდიტორია N 105 (პირველი სართული)

მშობელთა შეკითხვებს GAU-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი და კანცლერი, ნინო ტორონჯაძე უპასუხებენ.

ბიზნესის სკოლის სტუდენტთა მშობლებს კი GAU-ს პრეზიდენტი და კანცლერი ხუთშაბათს, 10 სექტემბერს, 18.30 საათზე შეხვდებიან, აუდიტორია N 204 (მეორე სართული)