GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

თამარ სულთანიშვილი

2012 წლის გამოშვება
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
ადმინისტრაციის მენეჯერი

2012 წელს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მივიღე საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო სტატუსი ვიყო ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შექმნილმა მეგობრულმა გარემომ, გარდა პროფესიულისა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებში.

ქართულ-ამერიკული უნივერისიტეტის მთავარ ღირსებებს შორის მინდა გამოვყო დეკანატისა და ლექტორატის ინდივიდუალური მიდგომა და ინტერესი თითოეული სტუდენტის მაქსიმალური განვითარებისადმი, ამასთანავე, ადმინისტრაციის მუდმივი მზადყოფნა დახმარებისთვის.

GAU-ში მაქსიმალურად სტუდენტზე მორგებულმა სასწავლო გრაფიკმა და მიღებულმა ცოდნამ მე-3 კურიდან სწავლისა და მუშაობის შეთავსების საშუალება მომცა, რამაც სწავლის გაღრმავების მეტი ინტერესი გამიჩინა. 2011 წელს ვმუშაობდი მომარაგების მენეჯერად კომპანია "ბარიერში". 2012 წლიდან კი ადმინისტრაციულ მენეჯერად ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში.

GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა, ლიდერობის სურვილისა და გამორჩეულობის წახალისება. აგრეთვე, სტუდენტებში გლობალური და კრიტიკული ხედვის, საზღვრებს მიღმა აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის დანერგვა.

მომავალ სტუდენტებს კი ვეტყოდი, რომ მათ განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე პროფესიონალები იზრუნებენ. GAU-ში ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიიღო ცოდნა და გახდე წარმატებული.