GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

სიახლე აბიტურიენტებისთვის

როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, წელს GAU-ში ინოვაციურ საზაფხულო ბანაკს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც თავისი მთავარი კომპონენტით - „სახეთა თეატრის“ ტრენინგითაა უნიკალური!

სხვადასხვა სკოლიდან შერჩეულ 40 მოსწავლეს და GAU-ს რამდენიმე წარმატებულ სტუდენტს 3 დღის განმავლობაში ერთმანეთის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, საშუალება მიეცემა განავითაროს კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ემოციური ინტელექტი და ბევრი სხვა საჭირო თვისება - ეს ყველაფერი კი როლური თამაშებისა და ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებით მოხდება.

ყველა ხარჯს (ტრანსპორტირების, ტრენინგის, კვების, საცხოვრებლის თუ გასართობი აქტივობები) სრულად ფარავს GAU. „სახეთა თეატრის“ ტრენინგს GAU-სთან ერთად ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია - „ჰედვაისი“ Headvice / ჰედვაისი

ტრენერი კი თავად მეთოდოლოგიის ავტორის, ბრაზილიელი რეჟისორის, დრამის თეორეტიკოსის და საზოგადოებრივი აქტივისტის - აუგუსტო ბოალის უშუალო მოსწავლე, ალექსანდრ ჩერიომუხინია - ფსიქოლოგი, რატგერსის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც ტრენინგების ჩატარების 10+ წლიანი გამოცდილება აქვს ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ისწავლე მოქმედებით, ისწავლე გარდასახვით, შექმენი შენი უნიკალური სცენარი!