GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

თეა ამნიაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები

თეა ამნიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლესი ისტორიის მიმართულებით. 2005 წელს დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე - ,,ახალი ფედერალური მიწების ინტეგრაცია გერმანიაში'' (პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებივი ინტეგრაცია). თეა არის ავტორი ერთი სამეცნიერო შრომისა და 13 სამეცნიერო პუბლიკაციის რეცენზირებად კრებულებში, 2000-2002 წლებში სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში.
 
2007 წელს თეამ მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2007-2011 წლებში მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტებში როგორც მიწვეული დოქტორი პროფესორების გერდ დიტრიხისა (HU-- Berlin) და პაულ ნოლტეს (FU- Berlin) თანამედროვე და პოლიტიკური ისტორიის კვლევით ჯგუფებში.
2003-2008 წლებში კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში (ალმა–მატერი,) მიმართულება: სახელმწიფო მართვა, 2005-2010 წლებში კითხულობდა ლექციებს საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანულ უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, 2005-2009 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართჲლებით, 2004 წლიდან კი მუშაობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად, მიმართულება: მედიის სკოლა.