GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.მას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს” პროგრამა- ,,კანონის უზენაესობა” და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)

საახალწლო კონკურსი

მეგობრებო, ახლოვდება ახალი წელი, რომელსაც GAU, რა თქმა უნდა GAUელებთან ერთად შეხვდება <3

ჩვენი საახალწლო ღონისძიების შესახებ Facebook event-ს სულ მალე შევქმნით <3

მანამდე კი გიწვევთ ამ ღონისძიების მთავარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად! 

უკვე ტრადიციად გვექცა ფაკულტეტების შეჯიბრი და გუნდური შემოქმედების შეფასება.

ეს სახალისო კონკურსი წელს ყველაზე საინტერესო ფორმებს იღებს, რადგან ამჯერად თქვენი გემოვნების მიხედვით შეიქმნება GAU-ს მასკოტი.

  • რა არის მასკოტი?
  • მასკოტი ამა თუ იმ ორგანიზაციის პერსონიფიცირებული ფიგურაა, მისი სიმბოლო, გაცოცხლებული სახე. 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობს GAU-ს 4 სკოლის 4 გუნდი;

  • თითოეული გუნდი შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან - გუნდში მოხვდებიან ის ადამიანები, რომელიც პირველები დარეგისტრირდებიან:
  • რეგისტრაციისთის დარეკეთ ნომერზე: 591 90 04 04 ორშაბათს 19 დეკემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე.

გუნდებს გადაეცემათ მასკოტის დასამზადებელი თანაბარი ბიუჯეტი;

კონკურსანტებს იდეის დამუშავებისთვის 4 დღე ექნებათ, ხოლო განსახორციელებლად მხოლოდ 7 წუთი;

კონკურსი 23 დეკემბერს GAU-ს საახალწლო ღონისძიებაზე შედგება. 

შეფასების კრიტერიუმები (1-10 ქულა):

  • შემოქმედებითი ხედვა (6 ქულა);
  • გუნდური მუშაობა (2 ქულა);
  • გულშემატკივართა აქტიურობა (2 ქულა).

პრიზები:

ყველა მონაწილეს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის სიგელი;

ყველა მონაწილეს გადაეცემა GAU-ს საახალწლო სუვენირები;

გამარჯვებული გუნდის წევრები დასაჩუქრდებიან www.rafting.ge -ის მიერ ჯომარდობის ტურით (რომელიცგაზაფხულზე გაიმართება, დაგვიჯერეთ დაუვიწყარი დღე გელით); 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 16 დეკემბერს 15:00 საათზე 306-ე აუდიტორიაში!

გისურვებთ წარმატებას!