GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

გიორგი მამათელაშვილი

2011 წლის გამოშვება
მაგისტრანტი
Williams College

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ფინანსების განხრით, კერძოდ რაოდენობრივი ანალიზის სპეციალობით, 2011 წლის ივნისში დავამთავრე.

ბაკალავრიატის დამთავრებამდე 6 თვით ადრე, სწავლის პარალელურად, დავიწყე მუშაობა ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში სტაჟიორად, 6 თვის შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გავხდი ანაზღაურებადი მუშაკი იმავე დეპარტამენტში ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

10 აგვისტოდან ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე „Williams College”-ში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეთსის შტატში.

GAU-ში მიღებულ განათლებას ყოველდღე ვიყენებ ჩემს სამუშაო ადგილზე. უნივერსიტეტის მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას (Quantitative analyst), რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში.

ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რაც დიდი გამოცდილებაა ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის და რამაც ჩემთვის განაპირობა ინგლისური ენის, ტერმინოლოგიისა და გამართული წერის უნარის (ფორმალური და არაფორმალური) ფლობა.