GAU-ს კურსდამთავრებულები

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც GAU-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში...

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

ლევან გაჩეჩილაძე

2010 - ბიზნესის ბაკალავრი
2014 - ბიზნესის მაგისტრი
ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

GAU-ში ჩავაბარე 2006 წელს. ჩავეწერე სპეციალიზირებულ Quant ჯგუფში და მას მერე, დავამთავრე Quant-ის საბაკალავრო პროგრამა 2010 წელს სადიპლომო ნაშრომით „საინვესტიციო პროექტების ფასდადება რეალური ოფციონებისა და თამაშთა თეორიის გამოყენებით''.Quant-ის სამაგისტრო პროგრამა 2014 წელს სადიპლომო ნაშრომით „საინვესტიციო პროექტების რობასტული ფასდადება''.

ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე და სადოქტორო თემად არჩეული მაქვს „ბიზნეს ადმინისტრირების მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია რობასტული მიდგომით''.

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და საკორესპონდენტო ურთიერთობების სპეციალისტად, (ორი წელი) შემდეგ ვმუშაობდი ტურისტული ჰოლდინგის, „ინტერკო თრეველ გრუპის'' ფინანსურ მენეჯერად. (ორი წელი)

2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი.