GAU-ში ჩავაბარე 2006 წელს. ჩავეწერე სპეციალიზირებულ Quant ჯგუფში და მას მერე, დავამთავრე Quant-ის საბაკალავრო პროგრამა 2010 წელს სადიპლომო ნაშრომით „საინვესტიციო პროექტების ფასდადება რეალური ოფციონებისა და თამაშთა თეორიის გამოყენებით''.Quant-ის სამაგისტრო პროგრამა 2014 წელს სადიპლომო ნაშრომით „საინვესტიციო პროექტების რობასტული ფასდადება''.
ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე და სადოქტორო თემად არჩეული მაქვს „ბიზნეს ადმინისტრირების მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია რობასტული მიდგომით''.
ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში [1], ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და საკორესპონდენტო ურთიერთობების სპეციალისტად, (ორი წელი) შემდეგ ვმუშაობდი ტურისტული ჰოლდინგის, „ინტერკო თრეველ გრუპის [2]'' ფინანსურ მენეჯერად. (ორი წელი)
2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის [3] ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი.
ბმულები:
[1] https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2
[2] http://www.interco.travel/
[3] http://gau.ge/