GAU-ს კურსდამთავრებულები

"ემ გრუპი"

"მიუხედავად იმისა, რომ GAU-ში მეოთხე კურსზე გადმოვედი სხვა უნივერსიტეტიდან, ძალიან კარგად შევძელი დამენახა GAU-ს უპირატესობები: პირველ რიგში უნივერსტეტის მხრიდან ხელშეწყობა სტუდენტებისთვის, რათა მათ სწავლისთვის სამუშაოს შეთავსებაც შეძლონ; გარემო, რომელიც ძალიან მეგობრულია და, ამავე დროს, ამბიციის გამჩენი, რომ უკეთესი და წარმატებული იყო..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

სწავლების მართვის სისტემით სარგებლობის მითითებები

რეგისტრაცია: სისტემაში დასარეგისტრირებლად გადადით სწავლების მართვის სისტემაზე, დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია", შეიყავნეთ პირადი ნომერი, პაროლი (უნდა შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს და ციფრებს) და ელ-ფოსტა.

სისტემაში შესვლის შემდეგ, მთავარ გვერდზე, სტუდენტს შეუძლია ნახოს მისი პირადი მონაცემები: ფაკულტეტი, კურსი, ID ბარათის ნომერი, GPA და თავისი ადგილი  რეიტინგში.

ქვემოთ მოცემულია შემდეგი ბმულები:

ცხრილი - მიმდინარე სემესტრის ცხრილი

შეფასება - მიმდინარე დეტალური შეფასება ჩატარებული აქტივობების მიხედვით

დასწერება - მიმდინარე დასწრება კვირის დღეების მიხედვით

ინვოისი - მიმდინარე სემესტრის გადასახადი თანხის  ქვითარი

პირადი ბარათი

გვ 1 - სტუდენტის პირადი ბარათი

გვ 2 - სტუდენტის ბრძანებები

გვ 3 - სტუდენტის დოკუმენტები

გვ 4 - შეფასების ანგარიში ქართულ ენაზე

გვ 5 - შეფასების ანგარიში ინგლისურ ენაზე

გვ 6 - სტუდენტის  მიერ გავლილი სესიები

გვ 7 - სტუდენტის ჯგუფები (ყველა იმ ჯგუფის სია სემესტრების მიხედვით, რომელშიც დაესწრო სტუდენტი საგნებს)

გვ 8 - გადასაბარებელი საგნების სია (თუ ის გააჩნია სტუდენტს)

მარცხენა მხარეს მოცემული სემესტრული ბმულების საშუალებით სტუდენტს შეუძლია ნახოს  მითითებულ სემესტრში განვლილი საგნების ცხრილი, მისი  დეტალური შეფასება, აკადემიური დასწრება  და იმ ჯგუფების სია , რომელშიც ესწრებოდა ლექციას კონკრეტულ სემესტრში.

ასევე დაათვალიეროს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების, პროგრამების და სილაბუსების ჩამონათვალი.