რეგისტრაცია: სისტემაში დასარეგისტრირებლად გადადით სწავლების მართვის სისტემაზე [1], დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია", შეიყავნეთ პირადი ნომერი, პაროლი (უნდა შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს და ციფრებს) და ელ-ფოსტა.
სისტემაში შესვლის შემდეგ, მთავარ გვერდზე, სტუდენტს შეუძლია ნახოს მისი პირადი მონაცემები: ფაკულტეტი, კურსი, ID ბარათის ნომერი, GPA და თავისი ადგილი რეიტინგში.
ქვემოთ მოცემულია შემდეგი ბმულები:
ცხრილი - მიმდინარე სემესტრის ცხრილი
შეფასება - მიმდინარე დეტალური შეფასება ჩატარებული აქტივობების მიხედვით
დასწერება - მიმდინარე დასწრება კვირის დღეების მიხედვით
ინვოისი - მიმდინარე სემესტრის გადასახადი თანხის ქვითარი
პირადი ბარათი
გვ 1 - სტუდენტის პირადი ბარათი
გვ 2 - სტუდენტის ბრძანებები
გვ 3 - სტუდენტის დოკუმენტები
გვ 4 - შეფასების ანგარიში ქართულ ენაზე
გვ 5 - შეფასების ანგარიში ინგლისურ ენაზე
გვ 6 - სტუდენტის მიერ გავლილი სესიები
გვ 7 - სტუდენტის ჯგუფები (ყველა იმ ჯგუფის სია სემესტრების მიხედვით, რომელშიც დაესწრო სტუდენტი საგნებს)
გვ 8 - გადასაბარებელი საგნების სია (თუ ის გააჩნია სტუდენტს)
მარცხენა მხარეს მოცემული სემესტრული ბმულების საშუალებით სტუდენტს შეუძლია ნახოს მითითებულ სემესტრში განვლილი საგნების ცხრილი, მისი დეტალური შეფასება, აკადემიური დასწრება და იმ ჯგუფების სია , რომელშიც ესწრებოდა ლექციას კონკრეტულ სემესტრში.
ასევე დაათვალიეროს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების, პროგრამების და სილაბუსების ჩამონათვალი.
ბმულები:
[1] http://euni.gau.ge/StudentPortal/Security/Index?ReturnUrl=%2fstudentportal