GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

სტაჟირების პროგრამა - „დაიწყე კარიერა“,

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.

პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებულიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

ხელოვნება სპორტი განათლება ვეტერინარია სამართალი ტრანსპორტი ჯანდაცვა და მედიცინა არქიტექტურა მშენებლობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები კომპიუტერული მეცნიერებები ბიზნესის ადმინისტრირება საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები არქიტექტურა-მშენებლობა სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობისშემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზენაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთაპლიკაცია 7 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით 24:00 საათამდე (ბმული). სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.