GAU-ს კურსდამთავრებულები

Delta Systems

GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა დამოუკიდებლად ამერჩია გზა წარმატებული კარიერისაკენ, რაც გამოცდილი პროფესორებისა და ლექტორების დამსახურებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა GAU-ელი სტუდენტების სახით კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიცირებული კადრების რაოდენობას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

საბა და GAU- დამეგობრდნენ

ელექტრონულმა წიგნებმა GAU-ელებს მიაკითხეს და ვებ გვერდზე დარეგისტრირებასთან ერთად საჩუქრები შესთავაზეს.

სტენდი GAU-ს შემოსასვლელში ორშაბათამდე დარჩება და ყველა სტუდენტს თუ თანამშრომელს ექნება საშუალება უფასოდ მიიღოს პროფესიული და მხატვრული ლიტერატურა.

მადლობას ვუხდით ელექტრონული წიგნების სახლ „საბას''!

www.saba.com.ge

აქვე გეტყვით, რომ საბაზე გაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, საბას ლაურეატის, 
ეკატერინე ტოგონიძის წიგნებიც შეგიძლიათ ნახოთ:

https://saba.com.ge/books/details/203

https://saba.com.ge/books/details/1725

და რადგან ლიტერატურას შევეხეთ, კიდევ ერთი კარგი ამბავი:

GAU-ს სტუდენტი, მარიამ ჭუმბურიძე, ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის'' პირველ ტურში გავიდა.

ვულოცავთ პირველ გამარჯვებას მთელი გულით და წარმატებას ვუსურვებთ!