GAU-ს კურსდამთავრებულები

Delta Systems

GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა დამოუკიდებლად ამერჩია გზა წარმატებული კარიერისაკენ, რაც გამოცდილი პროფესორებისა და ლექტორების დამსახურებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა GAU-ელი სტუდენტების სახით კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიცირებული კადრების რაოდენობას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

გახდი ერთი კვირით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი

,,იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა” კონფუცი

თუ ხარ აბიტურიენტი, არჩეული გაქვს პროფესია და იცი, რომელ უნივერსიტეტში გსურს ჩაბარება ან ახლა უნდა მიიღო ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ჩაერთე GAU-ს კვირეულში და უკეთ გაეცანი სასურველი პროფესიის სპეციფიკას; რამდენიმე დღე იცხოვრე სტუდენტური ცხოვრებით და დარწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება 
მიიღე ან კიდევ ერთხელ გადახედე უკვე გაკეთებულ არჩევანს.

7-12 მარტს GAU ღიაა აბიტურიენტებისთვის. 
მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ჩაერთონ სასწავლო პროცესში, 
დაესწრონ (მათთვის შერჩეულ) მიმდინარე ლექციებს სასურველ ფაკულტეტებზე (სკოლებში).

GAU-ში 4 ფაკულტეტია:

  • ბიზნესის სკოლა
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ლექციები აბიტურიენტებისთვის ჩატარდება შემდეგ საგნებში:

ბიზნესის სკოლა

  • 9 მარტი, 15:00-18:00 საათი Public Relations (ლექტორი ეკა ნადარეიშვილი)
  • 10 მარტი, 14:00-18:00 საათი - კორპორაციული ფინანსები (დეკანი თემურ ტორონჯაძე)
  • 10 მარტი, 15:00-18:00 საათი - Coaching Management (ლექტორი დინა ასლამაზიშვილი)

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა 

  • 9 მარტი, 12:00-15:00; 15:00-18:00 საათი - კონსტიტუციონალიზმის შესავალი (დეკანი ზაზა რუხაძე)
  • 10 მარტი, 19:00-21:00 საათი - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (ლექტორი ლევან ვეფხვაძე)
  • 10 მარტი 12:00-15:00; 15:00-18:00 საათი - კონსტიტუციონალიზმის შესავალი (დეკანი ზაზა რუხაძე)

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა 

  • 11 მარტი, 9:00-11:00 საათი - სარეკლამო დიზაინის საფუძვლები (ლექტორი ქეთევან ბიბილაშვილი) 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

  • 10 მარტი, 11:30-13:30 საათი - მსოფლიო რელიგიების ისტორია (ლექტორი გრიგოლ ჯოხაძე)
  • 11 მარტი, 9:30-14:00 საათი - ინგლისური ენა (დეკანი რუსუდან ციციშვილი)

დასწრებისთვის საკმარისია დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე:http://goo.gl/forms/EErTBvbbWC
დამატებითი ინფორმაცისთვის დარეკეთ: 2 20 65 20

კვირეული GAU-ს სოციალური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტებში პროფესიული ორიენტაციის განვითარებას.