GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

აკაკი ჩარგეიშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: სამართალი

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, ამავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში. დამოუკიდებელი საადვოაკტო პრაქტიკის დაწყებამდე მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სახელმწიფო სექტორში, იყო აფხაზეთის ა.რ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახუსრის უფროსი და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი. დამოუკიდებელი საადვოკატო საქმინობის პერიოში იყო სს ,,ეი-ი-ეს თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსი, სს ,,მადნეულის’’ დირექტორი კორპორაციული მართვის საკითხებში და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს ,,ქართული ფილმი’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შპს ,,საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამჟამად სს ,,ნოვა ტექნოლოჯი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

აკაკი ჩარგეიშვილი 1995 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი; 2002 წლიდან საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე; 2005 წლიდან არის სსიპ ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის'' ეკონომიკური მრჩეველთა ჯგუფის წევრი. 2010 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯიში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში; წარჩინებით დაამთავრა დიპლომის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გერმანიაში, ორგანიზებული კარლ დუიზბერგის საზოგადოების მიერ (CDG).

არის, რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საგადასახადო ორგანოების რეფორმისათვის გამოცემული დამხმერე სახელმძღვანელოს და საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის თანაავტორი, მიღებული აქვს საავტორო უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი #204.

აკაკი ჩარგეიშვილი აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს ESM-თბილისში, ბიზნეს სამართალში; მიყავს სავაჭრო სამართლის კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.