GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

2013 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

7 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა გაუ-ს ბიზნესის სკოლის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი. 

GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეხუთე, საიუბილეო გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2013 წელს უნივერსიტეტი 156-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 76 ბიზნესის სკოლის (62 ბაკალავრი, 14 მაგისტრი), ხოლო 80 სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (39 ბაკალავრი, 41 მაგისტრი) კურსდამთავრებული იყო.

ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, ბიზნესის სკოლის მოწვეული სპიკერი საქართველოს ნავთობკომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - კლიფ ისააკი (Cliff Isaak) იყო, ხოლო სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სპეციალური სტუმარი - ვახტანგ ხმალაძე. ცერემონიალზე გაფორმდა მემორანდუმი გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასა და აშშ-ს ფორდჰამის უნივერსიტეტის (Fordham University) სამართლის სკოლას შორის.

ცერემონია მრავალფეროვანი, საზეიმო და როგორც სტუდენტებისათვის, ისე სტუმართათვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო.

graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013
graduation 2013 graduation 2013