7 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა გაუ-ს ბიზნესის სკოლის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი.
GAU-სთვის ეს კურსდამთავრებულთა მეხუთე, საიუბილეო გამოსაშვები ცერემონიალი იყო. 2013 წელს უნივერსიტეტი 156-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან 76 ბიზნესის სკოლის (62 ბაკალავრი, 14 მაგისტრი), ხოლო 80 სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (39 ბაკალავრი, 41 მაგისტრი) კურსდამთავრებული იყო.
ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გაუ-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, ბიზნესის სკოლის მოწვეული სპიკერი საქართველოს ნავთობკომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - კლიფ ისააკი (Cliff Isaak) იყო, ხოლო სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სპეციალური სტუმარი - ვახტანგ ხმალაძე. ცერემონიალზე გაფორმდა მემორანდუმი გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასა და აშშ-ს ფორდჰამის უნივერსიტეტის (Fordham University) სამართლის სკოლას შორის.
ცერემონია მრავალფეროვანი, საზეიმო და როგორც სტუდენტებისათვის, ისე სტუმართათვის ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო.