GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

გაცვლითი პროგრამა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

GAU-ს ახლადდაფუძნებული ესპანური ცენტრის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იწყება - გაცვლითი პროგრამა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

თუ ხართ GAU-ს მე-2, მე-3 ან მე-4 სემესტრის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა:

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტისა და ალკალას უნივერსიტეტის შეთანხმების საფუძველზე, GAU-ს ბაკალავრიატის 3 სტუდენტს ეძლევა საშუალება, ესპანეთში ალკალას უნივერსიტეტში 2018 წლის სექტემბრიდან გაიაროს ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი.
ხელშეკრულების მიხედვით, GAU-ს სტუდენტისთვის სწავლა სრულიად უფასოა. მას მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვა მოუწევს.
სტუდენტებს შეარჩევს სპეციალური კომისია. ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:

• აკადემიური მოსწრება (GPA)
• ინგლისური ენის ცოდნა
• საუნივერსიტეტო აქტივობებში მონაწილეობა
• სამოტივაციო წერილი

მსურველებმა უნდა შეავსოთ ანკეტა მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/NTve2v და გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე 150-დან 300 სიტყვამდე მოცულობით შემდეგ მისამართზე: exchange@gau.ge

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 მაისი, 18:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 592 11 22 00