GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

GAU-ს სტუდენტური ელჩების კონკურსი სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

GAU-ს ელჩები სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო-საორგანიზაციო გუნდია, რომლის მიზანია GAU-ს სტუდენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საერთო საჭიროებების გამოვლენა, სხვადასხვა ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა. სტუდენტური ელჩების გუნდში თითოეულ ფაკულტეტს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. შიდა აქტივობების გარდა, სტუდენტური ელჩები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს აბიტურიენტებთან, უზიარებენ მათ თავიანთ სტუდენტურ გამოცდილებას და ეხმარებიან უნივერსიტეტის არჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში.

GAU-ს სტუდენტური ელჩების გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა. GAU-ს ელჩების წარმატებულმა მონაწილეობამ უნივერსიტეტის შიდა თუ გარე პროექტებში ნათელყო გუნდის მნიშვნელობა, როგორც GAUელების სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

 GAU-ელჩების მონაწილეობით/ინიციატივით განხორციელებული პროექტები:

  • GAU-ს სტუდენტური ოლიმპიადა (საუნივერსიტეტო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ფეხბურთი, კალათბურთი, ბილიარდი, „რა სად როდის“ და სხვა)
  • GAU-ს ექსკურსიათა ციკლი
  • GAU-ს გასვლითი შეხვედრები თბილისისა და რეგიონების სკოლებში
  • GAU Camps
  • და სხვა ღონისძიებები (რეგისტრაციის დღე, Welcome Party, კამპუსური დღეები და ა.შ.)

პროექტის ფარგლებში GAU აცხადებს შესარჩევ კონკურსს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ თვისებებს:

  • კომუნიკაბელური / პრეზენტაბელური
  • ანალიტიკური აზროვნების უნარები
  • მოტივირებული
  • აქტიური
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • აკადემიური მოსწრება

GAU-ელჩების გუნდში მოსახვედრად შეავსეთ აპლიკაცია 25 თებერვლამდე http://bit.ly/2SvmCfc 

 აპლიკანტების შერჩევის დეტალები:

  • აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 25 თებერვალი - 1 მარტი
  • აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია GAU-ს შესახებ
  • კანდიდატებს ასევე ჩაუტარდებათ ტესტირება, ზემოთ აღნიშნული უნარ-ჩვევების გამოსავლენად.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდი, რის შედეგადაც აირჩევა GAU-სტუდენტური ელჩი სამართლის, სოც. მეცნიერებათა და დიპლომატის სკოლიდან.

პროექტის ფარგლებში სამუშაოს აღწერილობა:

  • GAU-ს ღონისძიებების/პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება მარკეტინგის განყოფილებასთან კოორდინაციით.
  • ახალი პროექტების ინიცირება და ე.წ. „Brainstorming“-ში მონაწილეობის მიღება.
  • GAU -ს სკოლებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება
  • GAU -ს სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაცია
  • მომავალ სტუდენტებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება (შესაბამისი პროექტების ფარგლებში), მათთვის გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტის არჩევისას საჭირო კრიტერიუმების გაცნობა.
  • ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მიწოდება მარკეტინგის განყოფილებისთვის.
  • საუნივერსიტეტო სფეროში სხვადასხვა უნივერსიტეტებზე და მათ შორის GAU-ზეც ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და წარმოდგენა.
  • პროექტში ჩართულობის ინტენსივობა განისაზღვრება თვეში საშუალოდ 4 შეხვედრით. გრაფიკი მორგებული იქნება სასწავლო პროცესს.

GAU-ელჩებს გაწეული სამსახურისთვის (სემესტრულად) გადაეცემათ:

სპეციალური რეკომენდაცია მიღებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით 500 ლარიანი პერსონალური ანგარიში, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია ორი მიმართულებით:

შემეცნებით - კულტურული (ცნობილი ტრენერების მასტერკლასებზე დასწრების დაფინანსება, შემეცნებით - კულტურული ღონისძიებების ბილეთის შეძენა, GAU-ს სასერტიფიკატო კურსებზე დასწრების დაფინანსება და ა.შ.)

ანგარიშის გამოყენება სწავლის საფასურის ნაწილობრივ დასაფარად

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 593 28 32 44

ელექტრონული ფოსტა: anano.tsitsvidze@gau.ge