GAU-ს ელჩები სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო-საორგანიზაციო გუნდია, რომლის მიზანია GAU-ს სტუდენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საერთო საჭიროებების გამოვლენა, სხვადასხვა ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა. სტუდენტური ელჩების გუნდში თითოეულ ფაკულტეტს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. შიდა აქტივობების გარდა, სტუდენტური ელჩები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს აბიტურიენტებთან, უზიარებენ მათ თავიანთ სტუდენტურ გამოცდილებას და ეხმარებიან უნივერსიტეტის არჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში.
GAU-ს სტუდენტური ელჩების გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა. GAU-ს ელჩების წარმატებულმა მონაწილეობამ უნივერსიტეტის შიდა თუ გარე პროექტებში ნათელყო გუნდის მნიშვნელობა, როგორც GAUელების სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
GAU-ს ელჩების მონაწილეობით/ინიციატივით განხორციელებული პროექტები:
პროექტის ფარგლებში GAU აცხადებს შესარჩევ კონკურსს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ თვისებებს:
GAU-ს ელჩების გუნდში მოსახვედრად შეავსეთ აპლიკაცია 25 თებერვლამდე - http://bit.ly/2SvmCfc [1]
აპლიკანტების შერჩევის დეტალები:
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდი, რის შედეგადაც აირჩევა GAU-ს სტუდენტური ელჩი სამართლის, სოც. მეცნიერებათა და დიპლომატის სკოლიდან.
პროექტის ფარგლებში სამუშაოს აღწერილობა:
GAU-ს ელჩებს გაწეული სამსახურისთვის (სემესტრულად) გადაეცემათ:
სპეციალური რეკომენდაცია მიღებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით 500 ლარიანი პერსონალური ანგარიში, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია ორი მიმართულებით:
შემეცნებით - კულტურული (ცნობილი ტრენერების მასტერკლასებზე დასწრების დაფინანსება, შემეცნებით - კულტურული ღონისძიებების ბილეთის შეძენა, GAU-ს სასერტიფიკატო კურსებზე დასწრების დაფინანსება და ა.შ.)
ანგარიშის გამოყენება სწავლის საფასურის ნაწილობრივ დასაფარად
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 593 28 32 44
ელექტრონული ფოსტა: anano.tsitsvidze@gau.ge [2]
ბმულები:
[1] http://bit.ly/2SvmCfc
[2] mailto:anano.tsitsvidze@gau.ge