GAU-ს კურსდამთავრებულები

aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

საქართველოს 2019 წლის სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში

6 თებერვალს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით იწყება 2019 წლის სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში.

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 იანვარი
  • გასაუბრების თარიღი: 1 თებერვალი 2 საათი
  • ჩატარების თარიღი: 6 – 8 თებერვალი (შეხვედრები ჩატარდება 12:00 სთ.-დან 17:00 სთ.-მდე
  • ჩატარების ადგილი: საბილიარდო კლუბი „რიო“

მონაწილეობის მიღება შეუძლია 8 მოთამაშეს (4 ვაჟი და 4 გოგონა).

კენჟისყრა გაიმართება 6 თებერვალს, 12 საათზე კლუბ „რიო“-ში.

პროგრამა:

შეჯიბრება ჩატარდება „პულ“ ში - სახეობა „8“-იანი თანახმად არსებული საერთაშორისო წესებისა.

საწყის ეტაპზე ტურნირი ჩატარდება ჯგუფური სისტემით, ჯგუფიდან გადის 2-2 საუკეთესო. ამ ეტაპზე შეხვედრები გაიმართება 3 მოგებამდე, ვაჟებში - 1/8 ფინალებში და 1/4 ფინალებში 5 მოგებამდე, 1/2 ფინალებში და მესამე ადგილისათვის მატჩში 6 მოგებამდე, ფინალში 5 მოგებამდე.

ჯგუფში თანაბარი ქულების შემთხვევაში საუკეთესო გამოვლინდება შემდეგი მაჩვენებლებით:

ა. პირადი შეხვედრების შედეგები;

ბ. პირად შეხვედრებში უკეთესი სხვაობა;

გ. ჯგუფურ ტურნირში უკეთესი სხვაობა;

დაჯილდოება:

ტურნირის გამარჯვებულები, და ადგილოსნები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე http://bit.ly/2sFOWwL