6 თებერვალს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით იწყება 2019 წლის სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში.
მონაწილეობის მიღება შეუძლია 8 მოთამაშეს (4 ვაჟი და 4 გოგონა).
კენჟისყრა გაიმართება 6 თებერვალს, 12 საათზე კლუბ „რიო“-ში.
პროგრამა:
შეჯიბრება ჩატარდება „პულ“ ში - სახეობა „8“-იანი თანახმად არსებული საერთაშორისო წესებისა.
საწყის ეტაპზე ტურნირი ჩატარდება ჯგუფური სისტემით, ჯგუფიდან გადის 2-2 საუკეთესო. ამ ეტაპზე შეხვედრები გაიმართება 3 მოგებამდე, ვაჟებში - 1/8 ფინალებში და 1/4 ფინალებში 5 მოგებამდე, 1/2 ფინალებში და მესამე ადგილისათვის მატჩში 6 მოგებამდე, ფინალში 5 მოგებამდე.
ჯგუფში თანაბარი ქულების შემთხვევაში საუკეთესო გამოვლინდება შემდეგი მაჩვენებლებით:
ა. პირადი შეხვედრების შედეგები;
ბ. პირად შეხვედრებში უკეთესი სხვაობა;
გ. ჯგუფურ ტურნირში უკეთესი სხვაობა;
დაჯილდოება:
ტურნირის გამარჯვებულები, და ადგილოსნები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე http://bit.ly/2sFOWwL [1]
ბმულები:
[1] http://bit.ly/2sFOWwL