GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

„თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე

დასაქმების შემთხვევაში:  

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობის მიღება ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვაში და მათ მართვაში;
  • მონაწილეობა სამოტივაციო სქემების დათვლაში;
  • ბაზრის ანალიზი;
  • კომპანიის მომგებიანობის დათვლა პროდუქტებისა და არხების ჭრილში; ▪ სხვა დავალებები მოთხოვნების შესაბამისად;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტს)
  • სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში მსგავსი მიმართულებით;
  • ექსელის ძალიან კარგად ცოდნა;
  • უპირატესობა ენიჭება პროგრამირების საფუძვლების ცოდნას;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა

  პიროვნული თვისებები:

  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით. 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი ანალიტიკოსი“. 

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!