GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ვაკანსია კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

დამსაქმებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 18 დეკემბერი, 2018 წელი 

კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიური რეპორტინგი და კლიენტების მოზიდვის გეგმის მომზადება
  • ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოძიება, შეთავაზებისა და პრეზენტაციის მომზადება
  • პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქციის შერჩევა, შეთავაზების დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის ასორტიმენტისა და ალტერნატივების შეთავაზება
  • პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა
  • პოტენციური მომხმარებლისთვის ხელშეკრულების მომზადება
  • მომხმარებლის პრობლემების დროული მოგვარება
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი
  • მომხმარებლის ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა და საჭირო პროდუქციის ბაზარზე მოძიება
  • პროდუქციის ქსელის მასშტაბით მოძიება და მათი კლიენტამდე მიწოდების უზრუნველყოფა
  • კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
  • ეფექტური, პრაქტიკული კავშირი სხვა დეპარტამენტებთან კორპორატიული გაყიდვების მაქსიმიზაციის უზრუნველსაყოფად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1 დონეზე)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • მოლაპარაკებების უნარი
  • მოსმენის უნარი
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • მოწესრიგებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

დეტალური ინფორმაციისთვის:

მობ: 599 57 44 41 
ელ-ფოსტა: elene.sigua@gau.ge 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.

GAU გისურვებთ წარმატებას!