დამსაქმებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”
პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 18 დეკემბერი, 2018 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველთვიური რეპორტინგი და კლიენტების მოზიდვის გეგმის მომზადება
- ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოძიება, შეთავაზებისა და პრეზენტაციის მომზადება
- პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქციის შერჩევა, შეთავაზების დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის ასორტიმენტისა და ალტერნატივების შეთავაზება
- პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა
- პოტენციური მომხმარებლისთვის ხელშეკრულების მომზადება
- მომხმარებლის პრობლემების დროული მოგვარება
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი
- მომხმარებლის ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
- მომწოდებლებთან ურთიერთობა და საჭირო პროდუქციის ბაზარზე მოძიება
- პროდუქციის ქსელის მასშტაბით მოძიება და მათი კლიენტამდე მიწოდების უზრუნველყოფა
- კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
- ეფექტური, პრაქტიკული კავშირი სხვა დეპარტამენტებთან კორპორატიული გაყიდვების მაქსიმიზაციის უზრუნველსაყოფად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრი ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1 დონეზე)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვა და ორგანიზება
- მოლაპარაკებების უნარი
- მოსმენის უნარი
- დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
- მოწესრიგებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
დეტალური ინფორმაციისთვის:
მობ: 599 57 44 41
ელ-ფოსტა: elene.sigua@gau.ge
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.
GAU გისურვებთ წარმატებას!