GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

17.04.2019 შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

17.04.2019 შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 3 წლის ვადით; 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:

1.1.  სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;

1.2.  დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.ge 

კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება და  საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად. 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით;

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2019 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე სამუშაო დღეებში, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10;

კონკურსი ჩატარდება 4 ივნისს;

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 5 ივნისს;

საკონკურსო ადგილები - დანართი 1 

*იხილეთ მედიცინის სკოლაში საკონკურსო ადგილების მიმართულებების განისაზღვრასთან დაკავშირებული ცვლილება 

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება

განცხადების ფორმა