GAU-ს კურსდამთავრებულები

,,Pepsico''

"პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ გაუ იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი..."

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

04.01.2019 შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

04.01.2019 შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების  თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2019 წლის 4 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10.

კონკურსი ჩატარდება 15 თებერვალს.

კონკურსის საბოლოო შედეგენი გამოქვეყნდება 16 თებერვალს.

საკონკურსო ადგილები - დანართი 1 

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება