GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

ირაკლი ქურდაძე

2010 წლის გამოშვება
შემოსავლების მენეჯერი - კავკასიის რეგიონი/Revenue Manager Caucasus
კომპანია ''Pepsico''

მე ვარ ირაკლი ქურდაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 2010 წლის გამოშვების კურსდამთავრებული - ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მენეჯმენტის სპეციალობით.

ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, პირველივე დღიდან აქტიურად ჩავები სტუდენტურ ცხოვრებაში და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ყველა ჩემი მცდელობა, რომ ვყოფილიყავი წარმატებული სტუდენტი.

ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე მინდოდა ამერჩია უნივესიტეტი, რომელიც რეალურად მომცემდა თანამედროვე ბიზნეს განათლებას და შესაძლებლობას დავსაქმებულიყავი კარგად ანაზღაურებად პოზიციაზე.

ვფიქრობდი, რომ საქართველოში არ არსებობდა ბიზნეს სკოლა, სადაც შეგეძლო ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ბიზნეს ლიტერატურით გესარგებლა და მაღალკვალიფიციაური პრაქტიკოსი ლექტორები გყოლოდა, სადაც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყავი და მოგეხდინა საკუთარი თავის განვითარება და რეალიზება.

თუმცა, პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ GAU იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები, გქონოდა  სხვადასხვა საინტერესო სემინარებსა თუ კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი.

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მივიღე ის ცოდნა, რაც არის ჩემი წარმატების გარანტი და საფუძველი, საძირკველი, რომელზეც შეგიძლია ააშენო მყარი კარიერა.

ასე რომ, ყველა აბიტურიენტს ვურჩევ ვისაც სურს ბიზნეს ადმინისტრირების ძლიერი სპეციალისტი გახდეს, ბიზნეს განათლებას საფუძველი ჩაუყაროს სწორედ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.